გამოკითხვა
1657013848
დაკოპირებულია

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს. ამის შემდეგ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.

იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.

ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი და 2 სხვა პირი დაშავდა. საქართველოში მყოფმა 20-მდე დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სამოქალაქო მოძრაობების ოფისების დარბევა.

11 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც აქციაზე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. 

როგორ ფიქრობთ 5 ივლისიდან 1 წლის შემდეგ, სათანადოდ დაისაჯა რადიკალთა ჯგუფები?