მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] უნდა აეკრძალოს თუ არა თინა კანდელაკს საქართველოში შემოსვლა?

თინა კანდელაკი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.

თუმცა მეორე მხრივ, საქართველოსაც ჰყავს ერთი ცნობილი პროპაგანდისტი რუსეთში თინა კანდელაკის სახით, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, „ლუჟნიკის სტადიონზე“ გამოჩნდა, პუტინის ომს ემხრობოდა და დღემდე რუსული სისასტიკის ერთ-ერთი მხარდამჭერია. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თინა ფიქრობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაკარგულია, მათი დაბრუნების შანსი არ არსებობს და ქართულ-რუსულ ურთიერთდაპირისპირებაში რუსულ მხარეს იჭერს.

თქვენი აზრით, უნდა მოიქცეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება სომხეთის მთავრობის მსგავსად?