მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოკითხვა - უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში LGBTQ+ პრაიდი?

LGBTQ+ პრაიდი

ივნისის თვის განმავლობაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში LGBTQ+ პრაიდი ტარდება, საქართველოში კი, ხშირი მცდელობების მიუხედავად, ეს საკითხი საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს და ხშირად დაპირისპირებით სრულდება. როგორია თქვენი აზრი, უნდა ტარდებოდეს თუ არა საქართველოში LGBTQ+ პრაიდები?

LGBTQ+ პრაიდი - პოზიტიური გამოვლინებაა დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტქ+) ადამიანების მიმართ. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას, ღირსებას, თანასწორუფლებებს, გაზარდონ მათი ხილვადობა, როგორც სოციალური ჯგუფისა.

პრაიდი უპირისპირდება გავრცელებულ სტიგმას და მხარს უჭერს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ. საზეიმო ღონისძიებები ან კარნავალები, როგორც წესი, იმართება ლგბტქ+ პრაიდის თვეში (ივნისში), თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ის შეიძლება აღინიშნოს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ლგბტ ფაქტები მოხდა.