ინტერვიუ

„ავტოვაზი“ ელექტრონული დეტალების დეფიციტის გამო მანქანების აწყობას აჩერებს

„ავტოვაზის“ ქარხანა
1646290404
დაკოპირებულია

რუსეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია „ავტოვაზი“ 5 მარტიდან მანქანების აწყობას შეაჩერებს. მიზეზი - ელექტრონული დეტალების დეფიციტია. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება დროებითია და თანამშრომელთა ნაწილი გაცდენილ დღეებში ხელფასს მთლიანად, ნაწილი კი ხელფასის 2/3-ს მიიღებს.

„ავტოვაზის“ ბაზაზე ორი ბრენდის, Lada-ს და Renault-ის აწყობა ხდება. კომპანიის ქარხნები ტოლიატიში და იჟევსკში მდებარეობს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა, მათ შორის Mercedes-Benz-მა  და BMW-მ რუსეთში მანქანების იმპორტი შეწყვიტეს და იქ მაღაზიები დახურეს. 

იხილეთ აგრეთვე:

📣 პუტინი უკრაინის აღებას რამდენიმე დღეში გეგმავდა - რუსული სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილე (ვიდეო)

📣 საბრძოლო მასალა სათამაშოში - კიევში 5 დივერსანტი დააკავეს (ფოტოები)

📣 პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდა - ტყვე

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 2 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს