სამართალი

შსს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
1596649520
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ექსპერტიზის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-საგამოძიებო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს გამოიყენონ Georgia e-Health-სა და...

კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ჩვენს მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს მწვანე სტატუსი.  ეს არის 3 სხვადასხვა შემთხვევა -  როდესაც ადამიანი არის სრულად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორი დოზა; როდესაც გატესტილია და გატესტვის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ორი ვარიანტი - 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი და როდესაც პიროვნებას აქვს გადატანილი კოვიდინფექცია. ამ შემთხვევაში მას ენიჭება მწვანე სტატუსი, -  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 
სოფელი ერგნეთი

ოკუპანტებმა ერგნეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო 47 წლის კაცი დააკა...

სოფელ ერგნეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 47 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ ადასტურებენ. 
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ლი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.01 თეთრი შეადგინა.
1638364203
ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ სუსტადაა. მისი თქმით, ის ძალიან ღელავდა, მოახერხებდა თუ არა პატიმარი სასამართლოზე საკუთარი სიტყვის ბოლომდე თქმას და შეუწყობდა თუ არა ამაში ხელს ჯანმრთელობა. 
1638361841
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. 
1638361667
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მეტი საშიშროებაა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებში გავრცელდეს. 
1638352414
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ, 2 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
„რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომის შეჩერებას ვერ შევძლებთ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთთან არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა. 
მებაჟე ოფიცრების მიერ არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტ...
1-29 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთის, ირანისა და ქუვეითის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 306 400 აშშ დოლარი, 90445 ევრო და 9027 აზერბაიჯანული მანათი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური აცხადებს. 
დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“ - დავით...
„დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით - ნორმალურია?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია.