მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

19 აგვისტოს კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე „პროვოკაციას“ ამზადებს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

კიევი ამზადებს „პროვოკაციას“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინაში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტის პარალელურად, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციას დაადანაშაულებენ ამ ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნაში“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა.

გენერლის თქმით, 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ნიკოპოლიდან საარტილერიო დარტყმებს განახორციელებენ, შემდეგ კი ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების აღმოფხვრის დემონსტრირებას მოაწყობენ.

„რუსეთის ჯარებს არ გააჩნიათ მძიმე შეიარაღება არც სადგურის ტერიტორიაზე და არც მის მიმდებარე ტერიტორიებზე. იქ მხოლოდ უსაფრთხოების ნაწილებია განლაგებული. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იღებენ ყველა საჭირო ზომას სადგურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - დასძინა კონაშენკოვმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი