კონფლიქტები

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა - იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო
1634817238
დაკოპირებულია

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

„საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად“, - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„ინფორმაციისთვის, რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3 300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა.

აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში“, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შეკრებილ ხალხს ექსპრეზიდენტის მორიგი მიმართვა წაუკითხა. 
1638960227
თბილისში, ორბელიანების სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება. 
1638958711
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფრეიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
ელექტრონავტი XII

„ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია...

ფონდი „ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა. ფონდი „ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს „ელექტრონავტი XII” ატარებს.
„ბაიდენი-პუტინის ონლაინშეხვედრამ რუსეთის შეკავება და დეესკალაცია შესაძ...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Reuters-თან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ონლაინშეხვედრას გამოეხმაურა. 
ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების ფლაგმანი „საერთაშორის...
„სამაგიეროდ როცა სვამ კითხვას რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით მისი შვილის სწავლის დაფინანსება-დუმილი და დამალვა, შეიცავდა თუ არა ეს კორუფციის ნიშნებს, ისევ დუმილი და დამალვა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. 
ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერალურ კანცლერად ოფიციალურად აირჩიეს
გერმანიას ახალი ფედერალური კანცლერი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ბუნდესტაგმა (პარლამენტმა) ის ოფიციალურად დაამტკიცა. შოლცს 395 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.