კონფლიქტები

„6 თვის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის 600 დამრღვევი დავაკავეთ“ - სოხუმი

ენგურის დე ფაქტო საზღვარი
1658588396
დაკოპირებულია

სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში მათ მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 600 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

 ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებზე უმეტეს შემთხვევაში  ადმინისტრაციული საქმეები აღიძრა. 3 შემთხვევაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას 4 000 ბლოკი თამბაქოს ნაწარმია ამოღებული.