კონფლიქტები

ახალგორის და ჯავის რაიონებში მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გამარტივდა

დე ფაქტო საზღვარი ცხინვალთან
1660825776
დაკოპირებულია

ახალგორისა და ჯავის რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ოძისი/მოსაბრუნის და პერევის ე.წ.საკონტროლო გამშვები პუნქტების გადაკვეთა გამარტივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა მიიღო. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

კერძოდ, ამ რაიონების მოსახლეობას ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცა. როგორც დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, მან ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთა სპეციალური საშვით მოხდება.

2019 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის გადასასვლელი დაკეტილია. ცხინვალმა მოსახლეობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ჩორჩანაში და წნელისში ქართული პოლიციის საგუშაგოების განთავსების შემდეგ აუკრძალა.

ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 2022 წლის აპრილში აღდგომის და ივნისში ლომისობის დღესასწაულების დროს დროებით განახლდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს“ - სოსო გოგაშვილი

👉 „ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა, ეს არის პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია - იაგო ხვიჩია

👉 „ქერჩის ხიდი უნდა დაინგრეს, არ აქვს მნიშვნელობა რუსების ნებაყოფლობით მოხდება თუ არა“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოდის - ბრიტანული დაზვერვა

👉 „არ შეიძლება, ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული, სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა“ - პაატა მანჯგალაძე