„მტრის ჯარს ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. შემდეგ კი ვთქვით, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ შეგვიძლია ომის რისკი ნულამდე დავიყვანოთ“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, თურქი ძმების დახმარებით ამას მივაღწევთ. კონკრეტულ პროექტებზე უკვე ვისაუბრეთ - ეს არის საგზაო, სარკინიგზო, ინფრასტრუქტურული პროექტები. თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას ყველა ამ პროექტში. ეს პროექტები კი, მოკლე დროში რეგიონს ახალ სიცოცხლეს მოუტანს“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
მან თურქ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ დღეებში თურქეთის მხრიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა და სოლიდარობა დავინახეთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
💢 ილჰამ ალიევი: ერევნის რაიონი ჩვენი მიწაა
💢 ალიევი: სომხები კავკასიელები არ არიან, აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ
💢 ალიევი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა