კონფლიქტები

წინ, წარსულში! – ახალგორის გალენინგორების შემდეგ ცხინვალს მეორე სახელად "სტალინირი" დაუბრუნეს

ცხინვალის გზა
1587999710
დაკოპირებულია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, "ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით" ქალაქის მეორე სახელწოდება "სტალინირი" იქნება.

სახელწოდება "სტალინირი" დიდ სამამულო ომთან დაკავშირებულ ღონისძიებებში "ცხინვალთან" ერთად იქნება გამოყენებული.

ქალაქს "სტალინირი" იოსებ სტალინის საპატივცემულოდ პირველად 1934 წელს ეწოდა, ხოლო ცხინვალი "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დედაქალაქი 1961 წლიდან გახდა.