მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს. 

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილით და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“, - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ე.წ. რეფერენდუმი 17  ივლისს გაიმართება. 

ამავე თემაზე: 

რეფერენდუმის საკითხი რუსეთთან ერთად გადაწყდება - „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი