მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტიისტორიული რეჟიმების“ დამხობის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ისტორიის უპირობო ნაგავსაყრელში - მიხაილო პოდოლიაკი სერგეი ლავროვს პასუხობს

მიხაილო პოდოლიაკი და სერგი ლავროვი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა - „ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელიც არის აბსოლუტურად ანტიხალხური და ანტიისტორიული“.

პოდოლიაკის თქმით, ლავროვის ეს განცხადება არის შიზოფრენიული.

„ლავროვის დღევანდელი განცხადებები არაბული ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კარგი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ არ უნდა იმოძრაოთ ზაფხულში მზეზე ქუდის გარეშე. კლასიკური რუსული შიზოფრენია: დილით თქვენ აცხადებთ, რომ მოსკოვი ისწრაფვის მოლაპარაკებებისკენ, საღამოს კი - თქვენი მიზანია, „მოიშოროთ კიევის ანტიხალხური რეჟიმი“.

და ამას ამბობს სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს ბარბაროსულ ქვეყანას, რომელიც უმიზეზოდ შემოიჭრა უცხო ტერიტორიაზე და რაც შეიძლება სასტიკად კლავს უკრაინელებს.

ასე რომ, „რეჟიმები“ არის რაღაც რუსეთის ციხეებში, მაგრამ უკრაინაში არის კანონიერად არჩეული მთავრობა, რომელმაც მოიგო სამართლიანი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები. რუსული ელიტისთვის რამდენი უცნობი სიტყვაა ერთ წინადადებაში, არა?

„ანტიისტორიული რეჟიმების“ დამხობის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ისტორიის უპირობო ნაგავსაყრელში. მით უმეტეს, თუ ცივილიზაცია უკვე უკიდურესად უარყოფს სუბიექტებს, რომლებმაც ჩაიდინეს ამდენი დოკუმენტირებული მძიმე ომის დანაშაული“, - წერს პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელებს, გათავისუფლდეს აბსოლუტურად ანტიხალხური რეჟიმისგან“ - სერგეი ლავროვი

👉 „აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში ხდება“ - მარკ მილი

👉 „ევროპა განცხადებებითა და სამხედრო მხარდაჭერით ატარებს კონკრეტულ მიზანს - აიძულოს რუსეთი, გადავიდეს სრულმასშტაბიან ომზე“ - რამზან კადიროვი

👉 უკრაინელებმა რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს, ორ ადგილას ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

👉 მოკავშირეებთან არის შეთანხმება უკრაინისთვის 25-30 ერთეული HIMARS-ისა და MLRS-ის გადაცემის შესახებ - ანდრეი ერმაკი