მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანტონოვსკის ხიდი არის რუსეთის მთავარი დაუცველობა ხერსონის რეგიონში - ბრიტანული დაზვერვა

ანტონოვის ხიდი ეს არის ძირითადი დაუცველი ადგილი რუსული ძალებისთვის

ხერსონის ოლქში მიმდინარე საომარი მოქმედებები სავარაუდოდ მთავარი ფაქტორი იქნება დნიპროზე არსებულ გადაკვეთებზე კონტროლის დასამყარებლად, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპროზე ანტონოვსკის ხიდს დაარტყეს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ნაჩვენები იყო ხიდის სავალ ნაწილზე საბრძოლო დაზიანებების კვალი.

„სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს არის ძირითადი დაუცველი ადგილი რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“, - ნათქვამი ბრიტანული დაზვერვის მიმოხილვაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

🔴 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

🔴 „იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით“ - დმიტრი მედვედევი

🔴 რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი