მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აფხაზეთის პრიორიტეტია საქართველოს მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება“ - ინალ არძინბა

ინალ არძინბას კომენტარი

„სოხუმისთვის თბილისთან ურთიერთობის პრიორიტეტი საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებაა“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

 მან ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს.

„ჟენევის დისკუსიები ერთადერთი მრავალმხრივი ფორმატია, რომელშიც წარმოდგენილია აფხაზეთი. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოედანია და ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს მხრიდან აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ეს რთული გზაა და სწრაფად ეს არ მოხდება. იქნება მრავალი დაბრკოლებაც. მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა არძინბამ.

არძინბამ შავი ზღვის რეგიონში არსებულ სიტუაციას „საკმაოდ დაძაბული“ უწოდა.

„აშშ-ის უკრაინის და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას ხელს არ უწყობს, საკმაოდ აქტიურად ვითარდება პროცესები საქართველოში. ამ სიტუაციებს დაკვირვება სჭირდება“, - განაცხადა არძინბამ.