
ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა კავშირმა „აიააირამ“ სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
კავშირის დელეგაციამ აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ასლან ბჟანიასთვის „აიააირას“ ულტიმატუმის გადაცემა გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში 30 მაისს ოპოზიციის სახალხო მიტინგი ჩატარდება. ოპოზიცია პირობების შეუსრულებლობის გამო სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.