მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსებობს მხოლოდ 22 ქვეყანა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებული არ ყოფილა - ცხინვალი

გასიევის განცხადება

„მსოფლიოში არსებობს მხოლოდ 22 ქვეყანა, რომელიც დიდი ბრიტანეთის იმპერიის მიერ არ იყო ოკუპირებული, ახლა კი დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს რუსეთს, რომ მან საქართველოს სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დააბრუნებინოს“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ „ვიცე-სპიკერმა“ პიოტრ გასიევმა განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

გასიევმა კომენტარი გააკეთა დასავლეთის და ევროპის ქვეყნების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებმაც მოსკოვს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევა მოსთხოვეს.

„ამ ქვეყნებს შორის ყველაზე თავხედური გამოიყურება დიდი ბრიტანეთის პოზიცია. ბრიტანეთის გვირგვინს მეტი სისხლი აქვს დაღვრილი, ვიდრე ცნობილ დიქტატორებს, პინოჩეტს და სამოსას ერთად აღებულებს. მსოფლიოში მხოლოდ 22 ქვეყანა თუ მოიძებნება, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მიერ არასოდეს ყოფილან ოკუპირებულები“, - აცხადებს ე.წ. ვიცე-სპიკერი.

„ე.წ. ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთს საკუთარი პრობლემები დაავიწყდა, რაც მას ქვეყნის დაშლით ემუქრება და ახლა მან სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების საქმეებში ჩარევა დაიწყო. ის საქართველოს მიმართ ძალზე მეგობრულ პოზიციას აფიქსირებს. ბრიტანეთის სასტიკი რეპუტაციის გათვალისწინებით, მსგავსი ჟესტები ეჭვებს ბადებს, რომ ახლა რაღაცა მზაკვრული გეგმები მზადდება რუსეთთან დაკავშირებით. არც ერთ ხალხს, არც ერთ ლიდერს არ შეუძლია თავი დაიცვას ამ კარგად ორგანიზებული ძალის წინაშე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დახელოვნებულია ასეთ საკითხებში და ის ნებისმიერი სახელმწიფოს შიგნით აღწევს“. - განაცხადა გასიევმა.

გასიევის აზრით, სწორედ ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს თავისი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის დასაცავად, რომელზეც არნახული შეტევები ხორციელდება და მისი დაშინება მიმდინარეობს.