მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ კრიმინალებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში“ - მედიის ცნობით, ევროპოლმა უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვა

ევროპოლი

ევროპის პოლიციის ოფისს (ევროპოლი) აქვს მონაცემები უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ. ამის შესახებ ევროპოლის სპიკერმა იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა. მისი თქმით, შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღით და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც ოორტმა აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს „მძიმე სამხედრო იარაღით ვაჭრობის ნიშნები“, თუმცა, არ დაეზუსტებინათ რა სახის იარაღზეა საუბარი.

„არსებობს იმის რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ კრიმინალებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში“, - განაცხადა სპიკერმა.

სპიკერის განცხადებით, დაფიქსირდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მქონე პირები უკრაინას ტოვებდნენ. ასევე, არსებობს შეშფოთება, რომ იარაღს და საბრძოლო მასალას ინახავენ საზღვარზე ევროკავშირში კონტრაბანდულად გასატანად.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელებმა მტრის შეტევის მცდელობები იუჟნობუჟსკის მიმართულებით აღკვეთეს - უკრაინის გენშტაბი