კონფლიქტები

არსებობს უკონტროლო ბირთვული კატასტროფის საფრთხე - უკრაინული მედია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
1659808223
დაკოპირებულია

დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახალი აფეთქებები მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

იანა დაბიჟამ, ენერგოდარის საქალაქო საბჭოს საქმეთა ხელმძღვანელმა, მოსახლეობა უკონტროლო ბირთვული კატასტროფის სერიოზული საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

„მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ეშინია პუტინის მიერ მართული ბირთვული იარაღის, ენერგოდარში ნებისმიერ მომენტში არის უკონტროლო ბირთვული კატასტროფის რისკი“, - დასძინა ენერგოდარის საქალაქო საბჭოს საქმეთა ხელმძღვანელმა.

ოფიციალური პირის თქმით, ოკუპირებულ ქალაქში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ „საკნები მზადდება“ - რუსები მარიუპოლში ტყვეების სასამართლოსთვის ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ

✔️ უკრაინის სამხრეთში ნიკოლაევის ალყაში მოსაქცევად 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული - The Times

✔️ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს - The Insider