
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, M270 უკვე მიაწოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„უკრაინის შორი მოქმედების შეიარაღებაში ნამატია. ჩამოვიდა M270-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, როლებიც HIMARS-სთვის კარგი დახმარება იქნება ბრძოლის ველზე“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.
ცნობისთვის, HIMARS-თან შედარებით M270 უფრო ძველი რეაქტიული სისტემებია, მაგრამ მის შეიარაღებაში 6-ის ნაცვლად 12 რაკეტა შედის. HIMARS-ები უკრაინამ ივნისის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ ამ სისტემებს რუსული ძალების შტაბების და იარაღის საწყობების გასანადგურებლად იყენებს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
🔴 „უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი ერთ წელიწადში“ - აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი
🔴 რუსეთის ელჩი უკრაინას გაჭიანურებული ომით დაემუქრა
🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი