მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი, 1.2 მილიარდ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა

აშშ, უკრაინა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი გამოყო, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალის საჭიროების დაკმაყოფილება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც პენტაგონის საიტზე ვკითხულობთ, უკრაინა დახმარებას უსაფრთხოების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მიიღებს. 

უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ეს პაკეტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უცვლელ ვალდებულებას, დააკმაყოფილოს უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყოს მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საშუალებების მიწოდება, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები. ამასთან, მოახდინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის ზრდა მისი ტერიტორიების დაცვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსული აგრესიის შეკავების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უსაფრთხოების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს:

◾ დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საბრძოლო მასალას;

დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა;

◾ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალას; 

155 მმ საარტილერიო კალიბრის ჭურვებს;

◾ სატელიტური გამოსახულების კომერციულ მომსახურებას;

◾ ტექნიკური მხარდაჭერას და წვრთნების ჩატარებაში დახმარებას.