მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინის ომში 75 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა - Eurointegration

რუსი ოკუპანტები

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგზე განუცხადეს, რომ უკრაინის ომის დროს 75 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით წერს. 

„ჩვენ გვითხრეს, რომ 75000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაიჭრა, რაც დიდი რიცხვია, მათ წარმოუდგენელი თანხები ჩადეს სახმელეთო ძალებში, სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი განადგურებულია, ისინი უბრალოდ დაიღალნენ“, - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ელისა სლოტკინმა. 

ამასთან, მედიასაშუალება წერს, აშშ და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ომის შემდეგი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინელები სამხრეთში ძირითადი კონტრშეტევისთვის ემზადებიან. 

„დახურულ ბრიფინგზე საუბარი შეეხო იმას თუ რა უნდა გავაკეთოთ უკრაინელებისთვის,  უკრაინელებს სურთ სამხრეთით წინსვლა და კონტრშეტევაზე გადასვლა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება“, - აცხადებს კონგრესმენი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ამ თავხედური ომის შედეგად, რუსეთი დაკარგავს იმ კოლონიებს, რომლებიც მან თავის დროზე მიითვისა“ - ოლექსი დანილოვი

👉 „ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიური იმპერიული ძალა“ - ემანუელ მაკრონი რუსეთზე

👉 „დროა, ხელახლა გავათავისუფლოთ რუსი ხალხის მიერ დაარსებული ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ოდესა“ - დენის პუშილინი

👉 „გამარჯვების იარაღი - პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy ტანკები გადასცა“ - უკრაინული მედია