მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფება

ბჟანია ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ბჟანია მონაწილეობს ღონისძიებებში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ტარდება. ცხინვალში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს შეხვდება.

ბჟანიას ვიზიტი ცხინვალში 9 აგვისტოს დასრულდება. იგეგმება სამშვიდობო ძალების ბაზის მონახულება, ასევე აფხაზური დელეგაციის წევრები ახალგორის რაიონში ჩავლენ. ბჟანიას გარდა, დელეგაციაში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ე.წ. ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა შედიან.