მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანიამ ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელს“ რესპუბლიკის „გათავისუფლება“ მიულოცა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელს ლეონიდ პასეჩნიკს მთელი ტერიტორიის „გათავისუფლება“ მიულოცა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

„აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სატელეფონო საუბარი გამართა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან ლეონიდ პასეჩნიკთან. ასლან ბჟანიამ მიულოცა ლეონიდ პასეჩნიკს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის გათავისუფლება და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით, რაც შეიძლება მალე დადგება მშვიდობიანი ცხოვრება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

თავის მხრივ, პასეჩნიკმა მადლობა გადაუხადა ბჟანიას ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარებისთვის და აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და ხალხის მხარდაჭერისთვის.

„აფხაზეთის პრეზიდენტმა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.
 
აფხაზეთმა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ „დამოუკიდებლობა“ 2022 წლის 25 თებერვალს აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩემი რჩევა იქნება, გაიქცეთ“ - რამზან კადიროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის გაქცევა ურჩია

👉 მას შემდეგ რაც ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რუსეთმა ფინეთის საზღვრიდან მოულოდნელად გაიყვანა ჯარები - მედია

👉 „პუტინს სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას ენერგოდამოკიდებულების გამო, წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს“ - ჯოზეფ ბორელი

👉 იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა და ახალი სანქციები დააწესა რუსული კომპანიების წინააღმდეგ

👉 „პუტინის თვალსაზრისით, ის უკვე ომშია ევროპასთან, ევროკავშირის ბევრ ლიდერს ეს ესმის“ - მიხაილო პოდოლიაკი