მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.
სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები მათ ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოს თავს დაესხნენ. დაჭრილის სამი სომეხი სამხედრო.
შეიარაღებული დაპირისპირების კონკრეტული ადგილი უცნობია.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 44-დღიანი კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.
იხილეთ აგრეთვე:
🔆 აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომში დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურად დაასახელა