მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელმა სნაიპერმა სომეხი სამხედრო მოკლა - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომეხი სამხედრო მოკლეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით სომეხი სამხედრო აზერბაიჯანის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლი შედეგად დაიღუპა.

ერევნის ცნობით, სომხურმა ფორმირებებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მოწინააღმდეგეს ზარალი მიაყენეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროს დაღუპვას დეზინფორმაცია უწოდებს ბაქოს ცნობით, სომხურმა ფორმირებებმა დასახლება გეიდარაბადის მიმართულებით 16 აგვისტოს დილით ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომეხი სამხედრო სომხეთის ტერიტორიაზე სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა.