მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობას აუქმებს

აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობას აუქმებს

აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ იმსჯელებს - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. 

 

მედიის ინფორმაციით, პარლამენტის მომავალ სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერსაა ჩანიშნული, მინი მეჯლისი დაამტკიცებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 12 დეკემბრის 00:00 საათიდან საომარი მდგომარეობის გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც Day.Az იუწყება , შეხვედრაზე ასევე განიხილება აზერბაიჯანის სააღრიცხვო პალატის თავმჯდომარის დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ გამოაცხადა.