მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი სომხეთს ნახიჩევანის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

ბაქო ერევანს სროლაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა ძალებმა ცეცხლი აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით გახსნეს, როს შედეგად ერთი სამხედრო დაიჭრა.

სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. ერევნის ცნობით, სომხეთის ტერიტორიიდან ნახიჩევანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა.

ცნობისთვის, 27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგარკუნიკის ოლქში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. ერევანი აცხადებს, რომ სომეხი სამხედროები სომხეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს. ბაქოს ინფორმაციით კი სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანული ტერიტორიის დანაღმვის სამუშაოებს ახორციელებდა.