მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხებთან შეტაკებებისას 7 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიან უარაბაღში სროლა გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად 7 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

ორმხრივი სროლის შედეგად 10 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

სომხური მხარის განცხადებით, მათ 15 სამხედრო დაკარგეს, ათეულობით მათგანი კი ტყვედ არის აყვანილი. 

შეგახსენებთ, რომ 13, 14 და 15 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.  

სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სწორედ რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ.