მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა ქელბაჯარის რაიონიდან გასასვლელად სომხურ მხარეს დამატებით 10 დღე მისცა

ქელბაჯარს სომხები ტოვებენ

ქელბაჯარის რაიონიდან გასასვლელად აზერბაიჯანმა სომსურ მხარეს დამატებით 10 დღე მისცა.  ეს რაიონი სომხურ ძალებს 15 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ვადის 10 დღით გახანგრძლივება მოხდა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს ქელბაჯარის რაიონს. არანაირი პროვოკაციები არ შეინიშნება, ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით,“ - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუსეინ მახმუდოვმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჯამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას ახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 სომხეთის პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობას

🔴 სომხური მოსახლეობა წვავს ობიექტებს, აზიანებს გარემოს