სომხეთში 44 ტყვე დაბრუნდა, რომლებიც სომხურ მხარეს აზერბაიჯანმა გადასცა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„რუსული სამშვიდობო ძალების შუამავლობით სამხედრო ტყვეთა გაცვლა შედგა. აზერბაიჯანიდან სომხეთში 44 ჩვენი თანამემამულე დაბრუნდა“ - დაწერა „ფეისბუქში“ სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა. მისივე ინფორმაციით, ეს პროცესი გრძელდება.
როგორც მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა, სომხეთმა აზერბაიჯანს 12 ტყვე გადასცა. ტყვეთა გაცვლის პროცესი პრინციპით „ყველა ყველაზე“ 14 აგვისტოს დაიწყო.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 44-დღიანი კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.
იხილეთ აგრეთვე:
🔅 აზერბაიჯანში სამხედროები დააკავეს, რომლებიც სომხების სასაფლაოებს ანადგურებდნენ
🔅 აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება მოხდა