მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა სომხეთს ორი დაკავებული პირი გადასცა

სომხები გაათავისუფლეს

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს გადასცა სომხეთის ორი მოქალაქე, რომლებიც 19 სექტემბერს აზერბაიჯანული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც ისინი დააკავეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„19 სექტემბერს, როდესაც კოტაის ოლქის ორი მკვიდრი გორის-ვოროტიანის საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდა, მათ გზა აერიათ და აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ“ - ნათქვამია სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის ორი მოქალაქის დაბრუნება უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად გახდა შესაძლებელი.