მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მედია სომხეთის სამხედრო ტექნიკის სიას აქვეყნებს, რომელიც განადგურდა (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრის დილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სომხეთმა დანაკარგი განიცადა ცოცხალ ძალებში, სამხედრო და საბრძოლო ტექნიკაში. ის იძულებული გახდა დაეთმო პოზიციები და ფრონტის გასწვრივ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ადგილები დაეტოვებინა. ინფორმაციას report.az ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია სომხეთის მთლიანი დანაკარგის სიას აქვეყნებს:

  • 200-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 228 საარტილერიო დანადგარი, რაკეტის გამშვები, ნაღმტყორცნები
  • 30 საჰაერო თავდაცვის მოწყობილობა
  • 6 ბრძანება-კონტროლისა და ბრძანება-დაკვირვების წერტილი
  • 5 საბრძოლო მასალის საწყობი
  • 110-ზე მეტი მანქანა
  • 1 საზენიტო სარაკეტო სისტემა S-300

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.