კონფლიქტები

ბახმუტის ნაწილი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა - დანილოვი

ალექსეი დანილოვი
1684935246
დაკოპირებულია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, ბახმუტის ნაწილი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია.

ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების დიდი რაოდენობა დაიღუპა. არა მხოლოდ „ვაგნერელები“, არამედ სპეცრაზმელები, მედესანტეები და რუსეთის არმიის სხვა შტოების წარმომადგენლები. განადგურდა დიდი რაოდენობით [სამხედრო] ტექნიკა და დახარჯეს უზარმაზარი საბრძოლო მასალა“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.