მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმუტში ბრძოლების რაოდენობა შემცირდა - როგორ ხსნიან ამას უკრაინაში

ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, ბახმუტში რუს ოკუპანტებთან საბრძოლო შეტაკებები შემცირდა. მისი განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ამ მიმართულებით მტერთან 19 შეტაკებას ჰქონდა ადგილი, საიდანაც 14 უშუალოდ ქალაქში მოხდა.

თუმცა, როგორც სერგეი ჩერევატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპანტებმა შეტევითი სტრატეგია შეცვალეს და მიზეზი შეიძლება სხვა რამეში იყოს.

„უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ბრძოლების რაოდენობა შემცირდა, თუმცა აქ სერიოზული ანალიზია საჭირო - ეს შეიძლება ჯარების გარკვეული გადაჯგუფება იყოს. ვფიქრობ, მომდევნო დღეები და კვირები გვიჩვენებენ, რა არის ეს სინამდვილეში“, - ამბობს ჩერევატი. 

უკრაინული მედიის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით დამპყრობლების მთავარ ძალად „ვაგნერელები“ რჩებიან, თუმცა მათ რუსეთის რეგულარული ჯარიც უწევს დახმარებას. 

იხილეთ ასევე:

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW

👉 კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა

👉 რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ნატოს ეშინია“ - ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებაზე

👉 შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს! - დღეს 19:00 საათზე POSTV-სთან აქცია გაიმართება