მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვები იქ უკვე აცხადებენ თავს ტრანსგენდერებად, უფროსები კი ამას ემოციებით აღიქვამენ, ჭირი თქვენს სახლებს, საწყალო დეგენერატებო“ - რამზან კადიროვი დასავლეთზე

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი სულიერი გადაშენების ეტაპზეა, სადაც ბავშვები საკუთარ თავს ტრანსგენდერებად აცხადებენ, უფროსები კი „ამ ამბებს ემოციებით იღებენ“.

„ცალკეული ერები უკვე არსებითად დაიღუპნენ სულიერად. მთელი დასავლეთი იმავე ეტაპზეა. მათი შვილები იქ უკვე აცხადებენ საკუთარ თავს ტრანსგენდერებად, უფროსები კი ამ ამბებს ემოციებით აღიქვამენ. მათთვის მთავარია ადრეული ასაკიდან ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა დეგრადაციის გზაზე...“ - წერს კადიროვი.

კადიროვმა მაგალითად მოიყვანა კანადის ქალაქი ვანკუვერი, სადაც ოთხი წლის გოგონამ გამოაცხადა, რომ აპირებდა სქესის შეცვლას, ამ ამბებს, კადიროვის თქმით, სიხარულით შეხვდნენ „არა მხოლოდ ლგბტ მხარდამჭერები, არამედ გოგონას დედაც“.

„არ ვიცი, საიდან მოდიან ასეთი ფსიქიკურად არანორმალური ადამიანები. მე არ ვსაუბრობ ბავშვზე, არამედ უფროსებზე, რომლებიც გარეგნულად ადეკვატურები არიან. სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი! დასავლეთი რჩება გარყვნილების კერად. ჭირი თქვენს სახლებს, საწყალო დეგენერატებო“, - დასძინა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთმა უნდა იმუშაოს „თალიბანთან“, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება“ - რუსეთის ელჩი ქაბულში

👉 „აზოვსტალის“ დამცველები კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, შესაბამისად „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთის სამხედრო სარდლობა ხერსონიდან გარბის - უკრაინული მხარე

👉 უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა