მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელორუსის მცდელობა, შევიდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მისთვის თვითმკვლელობა იქნება - უკრაინის დაზვერვა

ბელარუსელი სამხედროები

ბელორუსის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში შესვლის მცდელობა მისთვის თვითმკვლელობა იქნება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა და განმარტა, არის თუ არა ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის სახელმწიფოსთვის საშიში.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელორუსია თითქოს თავდასხმას ამზადებს, მიზანმიმართულად ვრცელდება. „ასეთი ფალსიფიკაციები სასარგებლოა რუსეთისთვის. ასე რომ, აგრესორი ქვეყანა ცდილობს უკრაინელების შეშინებას“.

როგორც იუსოვმა აღნიშნა, „სპეციალური საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები ხშირად რამდენიმე მიზანს ერთდროულად ატარებენ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ მიზნებს, ანუ, ერთის მხრივ, პანიკის დათესვას მოსახლეობაში, უკრაინელებში. მათ შორის სასაზღვრო ტერიტორიებისა და რეგიონების მცხოვრებლებში.

და უკრაინის თავდაცვის ძალების დეზორიენტაცია, ძალების დაშლა, ძალების სხვა მიმართულებიდან გადაყვანა. ასევე, ამ სპეციალური ფსიქოლოგიური ინფორმაციის ოპერაციის ობიექტი არის თავად ბელორუსია და ბელორუსელები.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისგან საფრთხე არ არის. არსებობს და ლუკაშენკო ეხმარება პუტინს იარაღით, საბრძოლო მასალითა და ჯავშანტექნიკით. ის უზრუნველყოფს თავის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე თავდასხმებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კიევში 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

👉 „სააკაშვილის სასამართლოში მოსვლის შემთხვევაში ნათელი იქნებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული“ - ნიკა მელია

👉 ბორის ჯონსონმა უკრაინაში გასაგზავნი ტვირთის დატვირთვაში მონაწილეობა პირადად მიიღო

👉 როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, მას შემდგომ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა

👉 „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს“ - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა