მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვმა მთიან ყარაბაღს „დამოუკიდებლობის“ დღე მიულოცა

ბიბილოვი ყარაბაღელ ხალხს ულოცავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მთიანი ყარაბაღის ლიდერს არავიკ არუთუნიანს „რესპუბლიკის“ შექმნის 30 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“ იუწყება.

როგორც ბიბილოვმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი და ოს სოლიდარობას უცხადებს არცახელ ძმებს, რომლებიც საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლებისთვის იბრძვიან".

„30 წლის წინ არცახის გმირმა ხალხმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შექმნა. მათ თვითგამორკვევის უფლება გამოიყენეს. ხალხის ამ ნებას უმძიმესი შედეგები და სისხლისმღვრელი ბრძოლის ესკალაცია მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ ოს და არცახელ ხალხებს შორის მეგობრობა გაძლიერდება და განვითარდება. მან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უსურვა.