მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბიჭვინთის“ შესახებ „კანონპროექტები“ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ შევიდა

საკურორტო ობიექტი ბიჭვინთაში

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტები შევიდა. ამის შესახებ ekhokavkaza ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით იტყობინება. 

ეს არის „დოკუმენტი“, რომელიც გაფორმებულია მიმდინარე წლის 19 იანვარს. 

„შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რატიფიცირებას მოითხოვს. 

მანამდე ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ „პარლამენტმა“ არ მოახდინოს „დოკუმენტის“ რატიფიცირება.

ცნობისთვის, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ბრიტანეთი ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის - Financial Times

🔴 გასულ დღე-ღამეში ლიკვიდირებული თითქმის 600 ოკუპანტი, ჯამში უკრაინელებმა „კობზონის კონცერტზე“ 87 ათასზე მეტი რუსი სამხედრო გაგზავნეს

🔴 ბათუმში უფროსმა ინსპექტორმა 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

🔴 მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან დამარცხებას ბრიუსელში არეულობა მოჰყვა

🔴 მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება - რიში სუნაკი

🔴 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე