
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელიც ამერიკაში ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს შეხვდა.
უკრაინის პირველი ლედი ამერიკაში ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება.
„მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი - უცვლელია“, - წერს ოლენა ზელენსკა „ფეისბუკზე“.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბლინკენმა ოლენა ზელენსკას უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.
ზელენსკა აცხადებს, რომ აშშ-ში იმყოფება იმისთვის, რომ სამგზავრო თვითმფრინავებმა მშვიდად იფრინონ, ადამიანებს კი სირენების ხმები არ აშინებდეთ.