მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანიამ პოზნერი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია

ბჟანიამ პოზნერი მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და ოკუპირებულ რეგიონში დაპატიჟა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

ბჟანიამ აღშფოთება გამოთქვა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც პოზნერს თბილისში შეემთხვა. „აფხაზეთის მთელი მოსახლეობა გაოცებულია იმ სიტუაციით, რაც თქვენ თბილისში შეგემთხვათ. ე.წ. კავკასიელების ქმედებები მხოლოდ აღშფოთებას იწვევს. მათ კავკასიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები დაარღვიეს. აფხაზეთში თქვენ ყოველთვის გელიან. გიწვევთ, რომ გვეწვიოთ თქვენთვის მისაღებ დროს“ - განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერს, რომელიც თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა, აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მოუწყვეს. თბილისში პოზნერის ვიზიტს პროტესტი მისი განცხადების გამო მოჰყვა. ვლადიმერ პოზნერმა 2010 წელს 2008 წლის ომის კომენტირებისას განაცხადა, რომ „აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“.