მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი რჩევა იქნება, გაიქცეთ“ - რამზან კადიროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის გაქცევა ურჩია

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გაქცევა ურჩია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლისიჩანსკი მალე უკრაინის ჯარების კონტროლს დაუბრუნდება.

„ზელენსკი ამბობს, რომ აიღებს ლისიჩანსკს, ხოლო მისი ბანდერა საპირისპიროს ამბობს. ჩემი რჩევა იქნება, გაიქცეთ“, - წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.

ცნობისთვის, უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკი დატოვეს. „ქალაქის დასაცავად მხოლოდ რკინის ნებისყოფა და პატრიოტიზმი საკმარისი არ არის, აუცილებელია საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსებიც“ - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბმა განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მას შემდეგ რაც ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რუსეთმა ფინეთის საზღვრიდან მოულოდნელად გაიყვანა ჯარები - მედია

👉 „პუტინს სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას ენერგოდამოკიდებულების გამო, წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს“ - ჯოზეფ ბორელი

👉 იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა და ახალი სანქციები დააწესა რუსული კომპანიების წინააღმდეგ

👉 „პუტინის თვალსაზრისით, ის უკვე ომშია ევროპასთან, ევროკავშირის ბევრ ლიდერს ეს ესმის“ - მიხაილო პოდოლიაკი