
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვის განცხადებით, რუსეთის არმია იმდენად „ძლევამოსილია“, რომ ნატოს ნებისმიერი ქვეყნის აღება შეუძლია.
მისივე თქმით, რუსულ ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას მსოფლიოს ვერცერთი არმია ვერ გაუწევს.
„ბრძანების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, უფრო შორს წავიდეთ და მარტივად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. რეალურ ბრძოლებში ჩვენს ქვედანაყოფებს მსოფლიოს ვერცერთი არმია წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. გვაქვს გამოცდილება, არსენალი, რწმენა, პატრიოტიზმი, იდეა და სიმართლე. დასავლეთს ჯერ არ ესმის, რამდენად ძლიერები ვართ. სამართლიანობა და პატრიოტიზმი, ისევე როგორც ქვეყნის ნათელი მომავლის მიმართ რწმენა, რუსეთის მხარესაა“, - განაცხადა კადიროვმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი
👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი
👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე