მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი სისხლით მოპოვებული მიწები იყიდება“ - სოხუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა

აფხაზეთი

29 ივლისს სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ადგილობრივები რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემის გაპროტესტებას გეგმავენ. 

„ძვირფასო აფხაზეთის მოქალაქეებო. ჩვენი სისხლით მოპოვებული მიწები იყიდება. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. ხვალ, 29 ივლისს, 6 საათზე ჩვენ შევიკრიბებით იმ მოთხოვნით, რომ მთავრობა წავიდეს. ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებასაც ხელისუფლება აპირებს, მიუღებელია. ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ კულტურული, ცივილიზებული ხალხი ვართ, რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

 

ცნობისთვის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია. 

ამავე თემაზე:

🔴 „იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა“ - ზურაბიშვილი