მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმა 11 დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე მოიგერიეს.

„მიმდინარე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ზაიცევოს, მაიორსკის, ვესელა დოლინას, ბახმუტის, ოდრადივკას, კურდიუმოვკას, პერვომაისკოეს, ვიემკას, პავლოვკასა და ბეზიმიანოეს დასახლებებში.

გარდა ამისა, სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა მტრის პოზიციებს დღის განმავლობაში 7 დარტყმა მიაყენეს.

სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ მიმდინარე დღის განმავლობაში რუსების 4 სამეთაურო პუნქტი, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 უბანი და 6 საწყობი გაანადგურეს. 

ვითარება ვოლინისა და პოლესიეს მიმართულებებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, სხვა მიმართულებებზე კი მტერი ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ისროდა.

მტერი აგრძელებს დონეცკის ოლქის სრულ ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას, ასევე გარკვეული მიმართულებით თავდაცვის ძალების აქტიური ოპერაციების ჩაშლას. მტერი ბომბავს უკრაინის ჯარების პოზიციებს ფრონტის ხაზზე და ახორციელებს საჰაერო დაზვერვას. ის ასევე ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო პირების სახლებს, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, ომის კანონებსა და წესებს. მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია