მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი მედოევი იტალიაში ვიზიტით იმყოფება

დიმიტრი მედოევი იტალიაში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ცხინვალის ინფორმაციით, „ვიზიტი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით შედგა“.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები „იტალია - სამხრეთ ოსეთის“ მეგობრობის ასოციაციის წარმომადგენელთან, ასევე, ცენტრალური და რეგიონული პარლამენტების დეპუტატებთან.

შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება 2022 წელს იტალიის ქალაქ გრადარში ოსი მხატვრების გამოფენის ჩატარების შესახებ „ევროპაში ოსური კულტურის დღეების“ ფარგლებში.

მიმდინარე წლის სექტემბერში მედოევი იტალიაში ადგილობრივი კომუნისტების მიწვევით იმყოფებოდა.