კონფლიქტები

დნეპრში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამედიცინო დაწესებულება დაინგრა, არის მსხვერპლი

ომი უკრაინაში
1685115847
დაკოპირებულია

უკრაინული მხარის ცნობით, ქალაქ დნეპრში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ცნობით, თავდასხმა საცხოვრებელ კავრტალში განხორციელდა, სადაც სამედიცინო დაწესებულება, ვეტერინარული კლინიკა და მაღალსართულიანი შენობები იყო. 

„ახლა ყველაფერი ნანგრევებშია. ყველგან კვამლი, ცრემლები და ადამიანური მწუხარება იყო. დაშავებულთა რაოდენობამ უკვე 30-ს მიაღწია, მათ შორის, ორი ბავშვია. სამი ადამიანი, რომელიც წესით იმ ადგილას იყო, კონტაქტზე ჯერ არ გამოსულა“, - წერს ლისაკი. 

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავდასხმას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულს უწოდა. 

„კიდევ ერთი თავდასხმა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული. განადგურებულია ფსიქოლოგიური კლინიკისა და ვეტერინარული კლინიკის შენობები. ამ დროისთვის, დასტურდება ერთი ადამიანის დაღუპვა. მხოლოდ ბოროტ სახელმწიფოს შეუძლია, ეომოს კლინიკებს. ამას ვერ ექნება ვერანაირი საბრძოლო მიზანი. ეს წმინდა წყლის რუსული ტერორია“, - წერს ზელენსკი.