მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დონბასში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი“ - სამხედრო მეთაური

რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად, მულინოში შეიქმნა ეგრეთ წოდებული მესამე არმიის კორპუსი, რომელიც 20 აგვისტოს უკრაინაში უნდა წავიდეს. მისი დანიშნულება შეიძლება იყოს დონეცკის მიმართულება ან უკრაინის სამხრეთი, - ამის შესახებ უკრაინის ქვედანაყოფის მეთაურმა პავლო ჟებრივსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად წავლენ რუსი ოკუპანტები მულინოდან, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 20-21 აგვისტოს.

„თუ ეს დანაყოფი მოვა დონეცკის ოლქში, იქნება სასტიკი ბრძოლები“, - აღნიშნა ჟებრივსკიმ.

ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის პირველ და მეორე არმიის კორპუსებს რუსეთის სამეთაურო შტაბი ხელმძღვანელობს. 

„ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას, მაგრამ ჯარი მიჰყავთ იქ, სადაც სარდლობა გადაწყვეტს და მათ უკან დგას „ვაგნერის“ ან „კადიროვის“ რაზმები“, - აღნიშნა მეთაურმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს“ - კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს

🔴 რუსეთთან მოლაპარაკებები ე.წ. „რუსული რულეტკის“ თამაშს ჰგავს, სადაც ყველა დამარცხებულია - მიხაილო პოდოლიაკი

🔴 რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს საჯაროდ დასაჯოს „აზოვსტალის“ დამცველები - უკრაინის დაზვერვა

🔴 „პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო“ - ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი 

🔴 რუსული ჯარები უკრაინაში წინსვლას ვერ ახერხებენ - უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი