
დონეცკის ოლქში დღის განმავლობაში რუსებმა სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ოთხი კი დაჭრეს, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პავლო კირილენკომ განაცხადა.
„14 მაისს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ბოგოროდიჩნეში და 1 კერამიკაში. კიდევ 4 ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, კირილენკოს თქმით, ბახმუტში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ორ ადამიანს, რომლებიც დაჭრეს ლუგანსკის ოლქში.
„ახლა შეუძლებელია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში“, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ, ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს - პოდოლიაკი
👉 რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება - უკრაინის დაზვერვის უფროსი
👉 სამხედრო ექსპერტმა განმარტა, რატომ არ სჭირდება უკრაინას რუსეთთან ზავი
👉 გერმანელმა დეპუტატმა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების სისასტიკის ორი მიზეზი დაასახელა