მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის რეგიონი შესაძლოა, გათბობისა და გაზმომარაგების გარეშე დარჩეს - პაველ კირილენკო

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი

ზამთრის სეზონზე აქტიური საომარი მოქმედებების გამო დიდი ალბათობით მოსახლეობა გათბობის და გაზმომარაგების გარეშე დარჩება. ამის შესახებ დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ტელეგრამის არხზე წერს. 

„მზადება მიმდინარეობს, რომ რეგიონმა ზამთრის სეზონი მინიმალური რაოდენობით გაიაროს. ამავდროულად,  მკაფიოდ მესმის, რომ რეგიონში გაზმომარაგება თითქმის არ იქნება, რადგან აქტიური საომარი მოქმედებებია“, - აცხადებს კირილენკო. 

კირილენკომ აღნიშნა, რომ პროგნოზების მიხედვით, ზამთრის სეზონზე რეგიონში 300 ათასი მოქალაქე დარჩება.

„გულწრფელად ვამბობ, ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი“, - წერს კირილენკო. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები

🔴  ლუკაშენკოს წარმოსახვაში თავად უკრაინას სურს ბელორუსზე თავდასხმა - Eurointegration

🔴  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას ათობით დარტყმა მიაყენეს

🔴 „პუტინი ახალ „ფიურერად“ იქცა“ - ექსპერტი